„ტელეიმედის“ განცხადება - ჩვენს გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ მიიღო ძალადობრივი სახე, მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია
„ტელეიმედის“ განცხადება - ჩვენს გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ მიიღო ძალადობრივი სახე, მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია

მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაში.

როგორც „იმედის“ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ დღეს კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე.

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს.

მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს მიმართა დიპლომატიურ კორპუსსაც, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია“, – აღნიშნულია განცხადებაში.