ტელეკომპანია „იმედის“, აგრეთვე ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა“ და GDS-ის სერვერები დაუდგენელი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა
ტელეკომპანია „იმედის“, აგრეთვე ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა“ და GDS-ის სერვერები დაუდგენელი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იმედი“ და „იმედის“ ჰოლდინგში შემავალი „მაესტრო“ და GDS ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას. სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას. „ქრონიკის“ მთავრი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე“, – აღნიშნულია ირაკლი ჩიხლაძის განცხადებაში.