თელავის თეატრის წინ ვანო იანტბელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
თელავის თეატრის წინ ვანო იანტბელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრმა საზეიმო ღონისძიებებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ამავე თეატრის მსახიობის ვანო იანტბელიძის 65 წლისთავის საიუბილეო საღამო გაიმართა. მსახიობი მაყურებლის წინაშე მის მიერ სხვადასხვა სპექტაკლებში განსახიერებული როლებიდან მონოლოგით წარდგა. ვანო იანტბელიძეს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა, რის შემდეგაც თელავის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თელავში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.