თელავის თეატრში ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება გაიმართა
თელავის თეატრში ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება გაიმართა

საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების, კულტურული მიღწევებისა და სხვა ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების გაცნობის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, თელავის თეატრში ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ორი ქვეყნის ხელოვნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თელავის თეატრის ფოიეში უკრაინელი თანამედროვე მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. თეატრის სცენა კი ქართულ და უკრაინულ მუსიკოს-შემსრულებლებს დაეთმო.

„ჩვენ ჩამოვიტანეთ ხელნაკეთები და მხატვრული ნამუშევრები უკრაინის მუზეუმიდან. თელავში ქართულ- უკრაინულ ღონისძიებაზე, რომელიც იმართება სახელწოდებით „საქართველო ჩემი სიყვარული, გულში უკრაინა“. ასევე თელავში ყვავილებით შევამკეთ ლესია უკრაინკას ძეგლი, რომელიც აქ 111 წლის წინ ცხოვრობდა“, – განაცხადა უკრაინის კულტურის დამსახურებულმა მუშაკმა ზოია რუჟინმა.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძება ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.