საქართველოს პირველი არხი დავით სოკოლოვს დღეს ვარსკვლავს გაუხსნის
საქართველოს პირველი არხი დავით სოკოლოვს დღეს ვარსკვლავს გაუხსნის

საქართველოს პირველი არხი ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავს გაუხსნის.

დავით სოკოლოვის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ დღეს გაიხსნება.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.