კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა
კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა.

დღეს ცნობილ მსახიობს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალამდე მსახიობის შემოქმედებითი საღამო „გრიბოედოვის“ თეატრში გაიმართა.

არიადნა შენგელაიას ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმებიდან „ენგურის ნაპირებზე“, „თეთრი ქარავანი“, „ჯვარცმული კუნძული“, „მთვარის მოტაცება“. განსაკუთრებული პოპულარობა კი, მოუტანა მარგალიტას როლმა ელდარ შენგელაიას ფილმში „შერეკილები“.

1979 წელს არიადნა შენგელაიას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. წლების განმავლობაში იგი „გრიბოედოვის“ თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი იყო.