თელავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე შეხვედრა აქციის მონაწილეებმა დატოვეს
თელავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე შეხვედრა აქციის მონაწილეებმა დატოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნლისტი იტყობინება. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი დაუპირისპირდა.
პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, კახეთის რეგიონში სამხარეო პოლიციის შენობაში შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. მოლაპარაკებებს მართავდნენ გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი.
ამ დროისთვის, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცრაზმი ცრელმსადენ გაზს იყენებს.