თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ალპურ ზონასთან ბალახს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს.