თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან ხანძარია

22:45, 10.11.2019

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ალპურ ზონასთან ბალახს უკიდია.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს.

მსგავსი