თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთ კაფეს ცეცხლი გაუჩნდა.
კვების ობიექტის სახურავზე კვამლი გამვლელმა შეამჩნია და თანამშრომლებს შეატყობინა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახდინეს.
დაზიანებულია შენობის სახურავი.
როგორც ობიექტის მეპატრონე ამბობს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
წინასწარი ვერსიით, ხანძარი შენობაში ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.