თელავის ცენტრში კაფეს ცეცხლი გაუჩნდა

17:50, 14.08.2019

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთ კაფეს ცეცხლი გაუჩნდა.

კვების ობიექტის სახურავზე კვამლი გამვლელმა შეამჩნია და თანამშრომლებს შეატყობინა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახდინეს.

დაზიანებულია შენობის სახურავი.

როგორც ობიექტის მეპატრონე ამბობს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

წინასწარი ვერსიით, ხანძარი შენობაში ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

მსგავსი