თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, ქალაქის გასასვლელთან მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მას მრავლობითი ტრავმები აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.