თურქეთში 2018 წლის თებერვალში 47 ქალი მოკლეს. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია We Will Stop Femicides Platform აქვეყნებს, რომელიც თურქეთში ქალთა უფლებებს იცავს. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, იანვარში თურქეთში 28 ქალი მოკლეს.
უფებადამცველების ანგარიშის მიხედვით, თებერვალში 47 მოკლული ქალიდან 21 სახლში, შვიდი კი ქუჩაში მოკლეს, ასევე სამი მოკლულია მანქანაში, ორი კი სამსახურში. ამასთან, მსხვერპლთა 26% საკუთარმა მეუღლეებმა მოკლეს.
ამავე დროს, უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თურქეთში ფემიციდის მაღალ დონესთან ერთად, ხშირია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები.
ანგარიშში მოყვანილი მონაცემების თანახმად, 2017 წელს თურქეთში 409 ქალი მოკლეს, 387 ბავშვი კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.