ხათუნა სამნიძე - ის ომი, რომელიც ქვეყანაშია, ყურადღების მიღმა რჩება ყველას, ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ
ხათუნა სამნიძე - ის ომი, რომელიც ქვეყანაშია, ყურადღების მიღმა რჩება ყველას, ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ

ის ომი, რომელიც ქვეყანაშია მართლა, ყურადღების მიღმა რჩება ყველას – ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ; ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, არავითარ ყურადღებას არ აქცევს, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამნიძის თქმით, ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა და არც ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმა. ხათუნა სამნიძის განაცხადებით, ბოლო სტატისტიკით შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა, ისევ  როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებელ ორდერებს.

„ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმეს ტრაგედია. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ეს ომი არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ სპეციალური ზომები მიიღოს, განცხადება მაინც გააკეთონ შესაბამისმა პოლიტიკურმა პირებმა და თანამდებობის პირებმა, მთელი ხელისუფლება გადართულია  იმ პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ამ ქვეყნაში ოპოზიციის ბრალია. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო „ქართულ ოცნებას“ – ეს ომი არის მუდმივი ქალები, ამ ქვეყანაში კვდებიან, ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები“, – აღნიშნა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ.