სტამბოლში ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
სტამბოლში ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან ათასამდე ქალმა ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ხელისუფლების უმოქმედობას ქალთა წინააღმდეგ ძალადობაში მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტაქსიმის მოედანთან მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებსაც მოედანზე შესასვლელი ჰქონდათ გადაკეტილი.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 2011-დან 2019 წლამდე პერიოდში ფემიციდის შემთხვევათა რიცხვი გაორმაგდა. ქალთა მკვლელობების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს 51 ქალი მოკლეს, კიდევ 26 გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. თურქეთი ფემიციდის ოფიციალურ სტატისტიკას არ აწარმოებს.