თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდა
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უერთდება. უნივერსიტეტის პროექტის „ინკლუზიური ცეკვის პრაქტიკა-სტაჟირება“ ფარგლებში, სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფის ინიცირებით, უნივერსიტეტის სპეციალური ღონისძიება ჩატარდება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახელოვნებო სფეროში ინტეგრაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობენ დრამის ფაკულტეტის სტუდენტები მსახიობები, რეჟისორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები.
ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან და მოიცავს ინკლუზიური ცეკვის ვორქშოფს და ინტეგრირებულ კონცერტს.
ღონისძიება სახელწოდებით „არავინ დატოვო ხელოვნების მიღმა“ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.