აუდიტის სამსახური - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფართებს ედპ უსასყიდლოდ იყენებს
აუდიტის სამსახური - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფართებს ედპ უსასყიდლოდ იყენებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფართებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) უსასყიდლოდ იყენებს.

რუსთაველის გამზირის N23-ში, პირველ და მეორე სართულებზე მდებარე ფართები უნივერსიტეტს ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წელს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა.

„მოცემულ ფართებს უსასყიდლოდ ფლობს და განკარგავს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

სამსახურში მიაჩნიათ, რომ ფართების სასყიდლიან სარგებლობაში გაცემის გზით, უნივერსიტეტს 2015-2017 წლებში 489 ათასი ლარის შემოსავლის მიღება შეეძლო.