პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს უერთდება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს უერთდება

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი ლოზუნგია „ჩვენ ვაკავშირებთ“.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. მისი მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.

მათივე ცნობით, სიმონ პეტრიდისი, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს, ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ „ჭრელ ბაზრობაში“, რომელიც უამინდობის გამო, 21 მარტის ნაცვლად 28 მარტს გაიმართება.

როგორც სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს და ამ მიზნით სამუშაო შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დაგეგმილია.