თბილისში, თემქაზე 12 ადამიანი მოიწამლა
თბილისში, თემქაზე 12 ადამიანი მოიწამლა

თბილისში, თემქაზე 12 ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდნენ და ინტოქსიკაციის სიმპტომების დაფიქსირებისთანავე მიმართეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თორმეტივეს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა მათგან ოთხი არასრულწლოვნისა და ერთი 1940 წელს დაბადებული მამაკაცის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

ინტოქსიკაციის მიზეზს გამოძიება დაადგენს.