თემქაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თემქაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თემქაზე, მონადირის ქუჩის 14 ნომერში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი ხის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. არსებობდა ხანძრის გვერდით მდგომ სახლებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება.

ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.