თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა.
შემთხვევის დროს მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავთ.
როგორც საქართველოს პირველ არხს სასწრაფო დახმარების ექიმმა განუცხადა, მამაკაცს ორივე წვივის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.