თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძღოლი კი, დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.