თბილისში, სამასი არაგველის ქუჩაზე, ხის საამქროში ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, სამასი არაგველის ქუჩაზე, ხის საამქროში ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, სამასი არაგველის #24 ნომერში ხანძარი ლოკალიზებულია. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქრო “ვუდსონ ჯორჯიას” გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300 კვ.მ ფართობი. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მიმდინარეობს ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობა.

ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე იმყოფება ცეხის მეპატრონე ნოდარ თუშიშვილი. როგორც ის აცხადებს, ელექტროგაყვანილობა მოწესრიგებული ჰქონდა. როგორც თუშიშვილმა განაცხადა, ცეხის დახურვისას ელექტროენერგიას ცენტრალური სისტემიდან რთავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.