თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა [ფოტო]
თბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩის #10-ში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩამონგრევის გამო საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
საცხოვრებელ სახლში სულ 19 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან სამი ოჯახია დაზარალებული.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მათივე ინფორმაციით, შენობა დიდი ხანია, ავარიულ მდგომარეობაშია.
ადგილზე მივიდა კრწანისის რაიონის გამგებელი.
ლევან ჯაფარიძის განცხადებით, გამგეობამ ამ სახლში შიდა-გამაგრებითი სამუშაოები სამი-ოთხი თვის წინ ჩაატარა, თუმცა მისი თქმით, სხვა სახის რეაბილიტაცია მათ კომპეტენციაში არ შედის.