თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავარიული შენობა ჩამოინგრა
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავარიული შენობა ჩამოინგრა

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც თვითმხილველები საქართველოს პირველ არხთან აცხადებენ, აღნიშნული შენობა წლებია, ავარიულია და იქ არავინ ცხოვრობს.

ამასთან, თვითმხილველები ამბობენ, რომ ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.

როგორც საქართველოს პირველ არხს მერიაში განუცხადეს, აღნიშნული შენობიდან ბოლო მცხოვრებელი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიყვანეს.

„მეოთხე ხარისხის დაზიანება იყო. დემონტაჟი იმიტომ ვერ განვახორციელეთ, რომ იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, – აცხადებენ მერიაში.