ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს ბათუმის მერია ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანს
ბათუმში, რურუას N 1 ა-ში მცხოვრებ 72-ივე ოჯახს, რომლებმაც დღეს კორპუსი ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევის გამო დატოვეს და შენობას უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევენ, ბათუმის მერია დღესვე უსაფრთხო, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანს.
მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის ხელმძღვანელის, ჯაბა ბერიძის განცხადებით, მცხოვრებლებს სასტუმროში, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, ქირით გადაიყვანენ, პარალელურად კი შენობის მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზა შეისწავლის.
„პირველადი დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება უსაფრთხო ფართებში, თავდაპირველად სასტუმროში, შემდეგ კი ნაქირავებში. შენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის და შემდგომ გადაწყვეტილებებს მერია დასკვნის შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
ამ დროისთვის შენობა ცარიელია და კორპუსში მცხოვრები ოჯახები გარეთ იმყოფებიან. მერიის წარმომადგენლები მათთან შეთანხმებას ცდილობენ.
ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები
აცხადებენ, რომ შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. მათივე ცნობით, დღეს პირველ სართულზე მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, რომ ჭერიდან ქვები ჩამოცვივდა, ახსევე ნაწილობრივ ჩამოინგრა ერთ-ერთი მზიდი კედელი.