ფლორიდაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ფლორიდაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ფლორიდაში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევიდან ხუთი დღის შემდეგ, 150 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მაშველები სამძებრო სამუშაოებისას ამწეებს, გაწვრთნილ ძაღლებსა და ინფრაწითელ სკანერებს იყენებენ.

მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში საუბარია მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ.

დატოვე კომენტარი