ავლაბარში, ნასაკირალის N4-ში ცეცხლი წყლის გამათბობელს გაუჩნდა. როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილზე განუცხადეს, ხანძარი სხვა სახლებზეც გადავიდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობს.