თბილისში, ნასაკირალის ქუჩაზე ხანძარი წყლის გამათბობლიდან გაჩნდა

10:48, 05.06.2019

ავლაბარში, ნასაკირალის N4-ში ცეცხლი წყლის გამათბობელს გაუჩნდა. როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილზე განუცხადეს, ხანძარი სხვა სახლებზეც გადავიდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი