თბილისში, მოსკოვის გამზირზე ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და მანქანას დაეცა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მოსკოვის გამზირზე N39-ში მისულ ჯგუფს წაქცეული დახვდა ალვის ხე, რომელიც დაეცა „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანას. შემთხვევის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტრო სადენები“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შემთხვევის ადგილზე გადაკეტილია საავტომობილო გზა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.