მოსკოვის გამზირზე ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, დილის საათებში გახდება ცნობილი

02:11, 18.06.2020

თბილისში, მოსკოვის გამზირზე სამართალდამცველთა ოპერაცია დასრულდა.

ოფიციალური ინფორმაცია, თუ რას უკავშირდებოდა ჩატარებული ღონისძიება, ჯერ უცნობია.

ოფიციალური კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სავარაუდოდ, დილის საათებში გაკეთდება.

მოსკოვის გამზირზე, ერთ-ერთი შენობის საწყობში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ადგილზე კინოლოგებიც მუშაობდნენ.

მსგავსი