გიორგი ტყემალაძე - გიდასტურებთ, რომ მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი განიხილება
თბილისში, მოსკოვის გამზირს შესაძლოა, სახელი გადაერქვას.
ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დაადასტურა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება.
„გიდასტურებთ, რომ აღნიშნული საკითხი არის განხილვის საგანი, არის დღის წესრიგში. როცა გადაწყვეტილება მიიღება, ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.