თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე ავტომობილებს დაეცა

20:22, 24.06.2020

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა. წაქცეული ხე ავტომობილებს დაეცა. დაზიანებულია ორი ავტომანქანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი