თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს საავადმყოფოში შეყვანის დროს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები თავის ტვინში, ასევე ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობა.

ამჟამად მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გუშინ ძლიერი ქარის შედეგად თბილისში თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხე წაიქცა, რა დროსაც ორი მამაკაცი დაშავდა.