თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, „გალფის“ ავტოგასამართ სადგურთან მოქალაქე მტკვრის დინებამ გაიტაცა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფაქტი პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე გასულია სამაშველო ჯგუფები.