თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში მკვლელობა მოხდა

გვიან ღამით, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

მოკლულია შუახნის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, იკითხებიან მოწმეები.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.