თბილისში მამაკაცი დაჭრეს
თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს.

დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 236-ე, 117-ე და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

შარტავას ქუჩაზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.