თბილისში, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.