ხანძარი იყო თბილისში, ლოტკინის გორაზე. ლაითურის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულს ეკიდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.