თბილისში, ლოტკინის გორაზე ხანძარი იყო

17:47, 16.05.2021

ხანძარი იყო თბილისში, ლოტკინის გორაზე. ლაითურის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულს ეკიდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი