თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.

„მაშველებმა სამი ადამიანი მოათავსეს სასწრაფო დახმარების მანქანაში. სამივე კონტაქტური იყო“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი მდგომარეობა მძიმე არა, მაგრამ საყურადღებოა.

ერთი დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, მას კვლევები უტარდება“, – განაცხადა რატიანმა.