ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, ლეონიძის 4 ნომერში, ახალაშენებულ კორპუსის მეშვიდე სართულიდან ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის დროს ლიფტში ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ახალგაზრდები კლინიკაში ემოციური ფონის გამო გადაიყვანეს და პირველადი დახმარების შემდეგ მალევე გამოწერეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი წელია, რაც კორპუსში ცხოვრობენ და ლიფტის დაზიანების შემთხვევა ხშირია.

„ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად იყო ლიფტში. მე-7 სართულიდან ჩამოვარდა, ნომრები აირიაო და სწარაფად წამოვიდაო თქვეს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა, უკვე სახლებში არიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლიფტი დაზიანდა. ვთხოვ მოგვაქციონ ყურადღება“, – განაცხადა ადგილობრივმა ბადრი შაინიძემ.