თემქაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა

16:58, 13.09.2020

თემქაზე ლიფტი ჩავარდა, რომელშიც ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა, დაშავებულია ერთი პირი, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს.

როგორც საგანგებოში აცხადებენ, ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

ამ დროისთვის, ლიფტიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.

მსგავსი