თბილისში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ამ დროისთვის ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. მამაკაცს გვიან ღამით კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდომარეობა არის სტაბილურად მძიმე.

„პაციენტს, 48 წლის მამაკაცს, რომელიც კლინიკაში მხრის ძვლის, წვივის ძვლების და წელის მალის მოტეხილობით შემოიყვანეს, გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. მოხდა მხრისა და წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი, პაციენტი გვიან ღამით გადავიყვანეთ ინტენსიურ განყოფილებაში ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე. არის სტაბილურად მძიმედ. დღეს უკვე შეყვანილია ნეიროქირურგიულ ჩარევაზე. მოხდება მისი წელის მეოთხე მალის ფიქსაცია. მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე და შეესაბამება ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას“, – აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის ხემძღვანელი ნათია ნუცუბიძე.

რაც შეეხება გუშინ დაშავებულ ქალს, მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებულის, 15 წლამდე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, არის დამაკმაყოფილებელი. ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და კლინიკას, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს.

შემთხვევა გუშინ, ღამით ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.