თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები.