თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „გუცაში“ ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.