თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 65 წლის მამაკაცი.
ამასთან, ხანძრის შედეგად კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 60–70 კვ.მ ფართობი. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.