თბილისში, რესტორან „ქალაქურის“ სახურავზე ხანძარი იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.
ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.