თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე ხანძარი იყო

18:18, 13.09.2019

თბილისში, რესტორან „ქალაქურის“ სახურავზე ხანძარი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.

ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.

მსგავსი