თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი მეხუთე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.